✅ 2022 წლის 26 აპრილიდან “B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა. თეორიული გამოცდის და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს მოუწევს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გავლა, რაც გულისხმობს, რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას.
✅ მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის წარმატებით გავლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ფლობდეს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მძღოლს დაეხმარება სწორად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში.
✅ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულება ფასდება რეალური საგზაო მოძრაობის სხვადასხვა პირობებში, მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე.
👉 პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ ბრძანებაში - "მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმებული, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი მართვის უფლების აღდგენის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ": https://www.sa.gov.ge/d/normativeacts