„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
ცვლილებების თანახმად, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს გამოცდის მეორე ეტაპზე- რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს მოუწევს იმ ბარიერების დაძლევა, რომელიც გვხვდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ფასდება არადამაკმაყოფილებელი შეფასებით, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა:
👉 12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა;
👉 ერთი მძიმე შეცდომა;
👉 ერთი ან მეტი გარემოება, რომელიც წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.
მსუბუქი შეცდომის მაგალითებია:
📍მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა საგამოცდო ავტომობილის კარები დაკეტილია თუ არა;
📍მძღოლობის კანდიდატი საჭიროების გარეშე მოძრაობს სატერფულზე ფეხის აუღებლად სრულად ჩაურთველი გადაბმულობით;
📍მძღოლობის კანდიდატი მდგარი/გაჩერებული ავტომობილის დაძვრისას გადაცემათა გადართვას პირველიდან მეორე გადაცემაში ახორციელებს დაგვიანებით.
მძიმე შეცდომის მაგალითებია:
📍მძღოლობის კანდიდატი ვერ იმორჩილებს საგამოცდო ავტომობილის საჭეს;
📍მძღოლობის კანდიდატი გასწრებას ახორციელებს მარჯვენა მხრიდან, გარდა საგზაო მოძრაობის წესებით ნებადართული შემთხვევისა;
📍მძღოლობის კანდიდატი არ ასრულებს ან არასათანდოდ ასრულებს მარეგულირებელის, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა ან საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.
დისკვალიფიკაციის მაგალითებია:
📍მძღოლობის კანდიდატმა არ შეასრულა (არ დაემორჩილა) გამომცდელის კანონიერ მითითებას/მოთხოვნას, გარდა მოძრაობის დაწყების შესახებ მითითებისა;
📍მძღოლობის კანდიდატი არ გამოცხადდა ან დროის დარღვევით გამოცხადდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე.