მიმდინარე წლის 26 აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირებისთვის „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დროებითი წესი ამოქმედდება.
2022 წლის 26 აპრილიდან 6 ივნისამდე პერიოდში, ის პირები, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და 2022 წლის 28 მარტამდე ჰქონდათ 25კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორთვლიან ან სამთვლიან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3-თვიანი გამოცდილება, „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად, რიგის დაჯავშნის გარეშე ჩააბარებენ მხოლოდ თეორიულ გამოცდას და მათზე გაიცემა შესაბამისი ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა.