შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს, თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარე სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე მოემსახურება.
ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვრიდან, აღნიშნული სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი მუშაობას განაგრძობს ახალ მისამართზე: თბილისის შემოსასვლელი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N270.
შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო ცენტრში მოქალაქეებს შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფი მოქმედებს.