შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად. სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტო 2021 წლის 31 დეკემბერს იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.