შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის ბათუმისა და ქუთაისის სამსახურებში დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლება, რის გამოც ბათუმის სამსახურში 15 და 16 ოქტომბერს, ხოლო ქუთაისში - 16, 18, 19 და 20 ოქტომბერს პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.
ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში ბათუმისა და ქუთაისის სამსახურებში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.
საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ბათუმის სამსახურში 18 ოქტომბრიდან, ხოლო ქუთაისში - 21 ოქტომბრიდან, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.