შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის სამსახურში დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლება, რის გამოც 11, 12 და 13 ოქტომბერს პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.
ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში ზუგდიდის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.
საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 15 ოქტომბრიდან, ზუგდიდის სამსახურში მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.