შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის საჩხერისა და ოზურგეთის სამსახურებში დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლება, რის გამოც საჩხერის სამსახურში 4 და 5 ოქტომბერს, ხოლო ოზურგეთში - 4, 5, 6 და 7 ოქტომბერს პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.
ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში საჩხერისა და ოზურგეთის სამსახურებში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.
საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, საჩხერის სამსახურში 6 ოქტომბრიდან, ხოლო ოზურგეთში - 8 ოქტომბრიდან, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.