შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 17 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, სააგენტოს მობილური ჯგუფი დაინტერესებულ პირებს მოემსახურება და სხვადასხვა სერვისს მიაწვდის.
სვანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით:
✅სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია;
✅ იარაღის (თავდაცვითი, სპორტული და სანადირო) რეგისტრაცია;
✅ ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
✅ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები;
✅ მართვის მოწმობის შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა.
მომსახურების სააგენტო, გარდა მესტიისა, გარკვეული პერიოდულობით ამბროლაურსა და ახალქალაქში დაინტერესებული პირებისათვის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.