შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში საგამოცდო მოედანზე ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განახლდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი მოედნის საფარი.
16 აგვისტოდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდა ჩვეულ რეჟიმში ჩააბარონ.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.