შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტს მთავრობათშორისი კოალიცია „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალური მდივანი, თომას გარეტი ეწვია. სტუმარს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ უმასპინძლა.
თომას გარეტმა მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სარეგისტრაციო სივრცე დაათვალიერა და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მთავრობათშორისი კოალიცია „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალური მდივანი ასევე გაეცნო მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს.
ვიზიტის დასასრულს, თომას გარეტს საჩუქრად სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშანი გადაეცა.