შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს მობილური ჯგუფი, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, ადგილობრივ მოსახლეობას 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით მოემსახურება და მიაწვდის შემდეგი სახის სერვისებს:
- სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია;
- იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
- ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა;
- მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში გამოცხადდნენ პირბადით.