შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 12 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, სააგენტოს მობილური ჯგუფი დაბა მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) რეგისტრაციისა და სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისს მიაწვდის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში გამოცხადდნენ პირბადით.