როგორ უნდა შევცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი XXX – 000 ახალი სანომრე ნიშნით - XX-000-XX -ით?
⁉️ნომრის შესაცვლელად სავალდებულოა თუ არა მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მიყვანა?
- ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
⁉️როგორ გადმოვწერო მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაცია „SAGENCY“?
-მისი გადმოწერა ხდება „აიფონით“ სარგებლობის შემთხვევაში APP Store-დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში - PLAY Store-დან. გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული.
დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, შესაბამის ველში უნდა მიუთითოს:
• პირადი ნომერი;
• დაბადების თარიღი;
• მობილური ტელეფონის ნომერი;
• ელექტრონული ფოსტის მისამართი.
რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ პირად გვერდზე გადასვლას შეძლებს.
მომსახურების სააგენტომ უკვე არსებულ მობილურ აპლიკაციაში (SAGENCY) დაამატა ძველი ნიმუშის სახელმწიფო ნომრის შეცვლის ფუნქცია და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს 24 თებერვლიდან საშუალება მიეცათ დისტანციურად, ონლაინ შეეძინათ ახალი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნები.
⁉️როგორ შევცვალო ნომერი მობილური აპლიკაციის - "SAGENCY"-ის საშუალებით?
-პირადი გვერდის მთავარ პანელზე გამოჩნდება ნომრის შეცვლის ბანერი. დაინტერესებულ პირს მასზე თითის დაჭერით გამოუჩნდება მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება. შემდეგ იგი უკვე აირჩევს მისთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც სურს დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის გატანა, ასევე, ირჩევს სასურველ სახელმწიფო სანომრე ნიშანს, იხდის საფასურს და მითითებულ მისამართზე, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს, მიაკითხავს წამოსაღებად.
⁉️ სად შეიძლება ავიღოთ დისტანციურად შეცვლილი ნომრები?
- დისტანციურად შეცვლილი, ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში. დაინტერესებული პირი, რომელიც სახელმწიფო სანომრე ნიშანს ცვლის მობილური აპლიკაციის საშუალებით, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს უნდა გამოცხადდეს მითითებულ მომსახურების ცენტრში, დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის წასაღებად. ასევე, მოქალაქემ სააგენტოს უნდა ჩააბაროს ძველი სანომრე ნიშანი და ძველი სარეგისტრაციო მოწმობა.
⁉️ ფიზიკური პირების გარდა, იურიდიულ პირებს შეუძლიათ თუ არა,ფიზიკური პირების გარდა, იურიდიულ პირებს შეუძლიათ თუ არა, ისარგებლონ მობილური აპლიკაციით?
-მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.
რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მათ უწევთ ადგილზე, მომსახურების ცენტრებში მოსვლა და ნომრის შეცვლა.
⁉️შესაძლებელია თუ არა სანომრე ნიშნების გამოცვლა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით?
-დაინტერესებულ პირებს ხშირად ჰგონიათ, რომ მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით ხდება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის შეცვლა. მათ შევახსენებთ, რომ აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით ან სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში.
⁉️ მობილური აპლიკაციის გარდა, სად შეიძლება ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა?
-ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, გარდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, N21-ში მდებარე მომსახურების ცენტრისა. თბილისის სტრუქტურული ერთეულიდან შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გატანა.
ასევე, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლა შესაძლებელია თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარე სარეგისტრაციო სამსახურში. აღნიშნულ სერვისცენტრში მომსახურების მისაღებად განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე მისვლით, აპლიკაციით განაცხადის შევსებისას ამ ფილიალის მითითება არ ხდება.
⁉️რა შემთხვევაში ვერ შეცვლის დაინტერესებული პირი სახელმწიფო სანომრე ნიშანს დისტანციურად, მობილური აპლიკაციის საშუალებით?
- დისტანციური მომსახურება არ განხორციელდება თუ:
• მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
• სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ვერ ხორციელდება მესაკუთრის იდენტიფიცირება;
• მესაკუთრის პირადობის ან ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეჩერებული ან გაუქმებულია;
• მესაკუთრის მიერ სრულად წარმოდგენილი არ არის მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;
• მესაკუთრე არ ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემები (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: მარკა; მოდელი; ძარის ტიპი; საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; გამოშვების წელი; ფერი; ძრავის ნომერი; ძრავის მოცულობა; საწვავის ტიპი; ძარის ნომერი; შასის ნომერი; დასაშვები წონა; დაუტვირთავი წონა) არ არის შეცვლილი;
• მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალება იძებნება;
• მესაკუთრე არ უზრუნველყოფს შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების სააგენტოსათვის ჩაბარებას (გარდა მათი დაკარგვის შემთხვევისა);
• მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უარს აცხადებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერაზე;
• არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;
• არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.
⁉️ როგორია სერიული ნომერი და რა თანხის გადახდა უწევს დაინტერესებულ პირს ნომრის შეცვლისას? როგორია ფასიანი ნომერი ?
- სერიული სანომრე ნიშანი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც მოცემული მომენტისთვის, კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის სარეგისტრაციო სამსახურში გაიცემა მიმდინარე სერიით და მისი საფასური შეადგენს 35 ლარს, ასევე, მას დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.
ფასიანი სანომრე ნიშანი კი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც არ მზადდება და არ გაიცემა სერიულად, ხოლო საფასური დამოკიდებულია სანომრე ნიშანში შემავალი ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე, რომელსაც დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.
⁉️როგორია დაკარგული/დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენის სერვისი?
-ძველი დიზაინის სანომრე ნიშნის აღდგენა არ ხდება, საჭიროა მოხდეს ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის გაცემა.
დაკარგული ან დაზიანებული ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის აღდგენა შესაძლებელია თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის სტრუქტურულ ერთეულებში. რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, შეუკვეთონ და რამდენიმე დღეში მიიღონ დამზადებული სანომრე ნიშანი. ნაკლების ნახვა