შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სააგენტოს ახალი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ის მოქალაქეები , რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება უწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით.
ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან. ასევე, მოგიწოდებთ, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდეთ პირბადით.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.