შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაინტერესებული პირებისთვის „უფლების ჩამორთმევის შესახებ“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ და „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის“ შესახებ ცნობების გაცემა დაიწყო.

აღნიშნული ცნობების შემუშავება განპირობებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.


საფასურების, ვადებისა და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია