შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა 14-დან 18 ივლისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, მოქალაქეებს სააგენტოს სხვადასხვა სერვისი მიაწოდა.
რეგიონის მოსახლეობამ ისარგებლა ისეთი სახის სერვისებით, როგორიცაა:
- სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;
- იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
- ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; - მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა - მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სერვისებით სარგებლობა, მობილური ჯგუფების მეშვეობით, წელიწადში რამდენჯერმე შეუძლიათ.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.