მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალში (წითელი ხიდის გზატკეცილი - 21ე კმ-ზე) დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 14 იანვრიდან სააგენტოს სერვისებით სარგებლობა დროებით აღნიშნული ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა შენობაში იქნება შესაძლებელი. 


14 იანვრიდან რუსთავის ცენტრალური ფილიალის B ბლოკის გვერდით მდებარე შენობაში შესაძლებელი იქნება - სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტ/რეექსპორტი, ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემა/მიღება, ცნობების გაცემა და ასევე შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობა. 


მიმდინარე წლის 16 იანვრამდე სატრანსპორტო საშუალების განბაჟებას და სხვა სარეგისტრაციო მომსახურებების მიღებას რუსთავის ცენტრალურ ფილიალში შეძლებთ, ხოლო 16 იანვრიდან მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება შემდეგ ლოკაციებზე: 

✓ რუსთავის ავტოდრომის შესასვლელში მდებარე პირველ და მეორე პავილიონში მოხდება - სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება, პირველადი რეგისტრაცია, გადაფორმება;

✓ რუსთავის ავტოდრომის შესასვლელში მდებარე მესამე პავილიონში განთავსდება ლიბერთი ბანკი.


20 იანვრიდან მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება რუსთავის ავტოდრომის შესასვლელში მდებარე მეოთხე პავილიონში.


ასევე, 14 იანვრიდან ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია და გირავნობა/ლიზინგთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება რუსთავში არ მოხდება. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა თბილისის ფილიალსა და მომსახურების სააგენტოს სხვა ფილიალებში იქნება შესაძლებელი.