გაცნობებთ, რომ შსს მომსახურების სააგენტო 2019 წლის 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით დაბა მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს გაუწევს შემდეგ მომსახურებას:
• სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;
• იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
• ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
• მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა.