სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
დამსაქმებელი ორგანიზაცია: სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
თანამდებობა: პროექტის მენეჯერის ასისტენტი
თანამდებობრივი სარგო: 1200
ძირითადი ფუნქციები:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოში არსებული საპროექტო გუნდის წევრების მხარდაჭერასა და მათთან პროაქტიურ კომუნიკაციას;
ბ) მონაწილეობს:
ბ.ა.) პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრაში;
ბ.ბ.) პროექტის ინიცირების დოკუმენტის (Project Charter)-ის მომზადებაში;
ბ.გ.) პროექტის საჭიროებების განსაზღვრაში;
ბ.დ.) პროექტის პროდუქტ(ებ)ის მიმართ დეტალური ფუნქციონალური და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრაში;
ე) ახორციელებს პროექტის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაო სტანდარტების დაცვის კოორდინაციას, სააგენტოში არსებული წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით;
ვ) უზრუნველყოფს საპროექტო გუნდის წევრებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მხარდაჭერას;
კ) ახორციელებს პროექტის მონაწილე მხარეებთან (შიდა/გარე) დროულ და მკაფიო კომუნიკაციას;
ლ) ახორციელებს პროექტის, როგორც შუალედური, ასევე საბოლოო ამოცანების შესრულების ვადების დაცვის კონტროლს;
მ) ახორციელებს პროექტის პროცესისა და პროდუქტის (მათ შორის შუალედური პროდუქტების) ხარისხის კონტროლის მხარდაჭერას;
ნ) ახორციელებს პროექტში განხორციელებული ცვლილებების მართვას, ადმინისტრირებასა და კომუნიკაციას;
ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები)
• ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
სახელმწიფო ენის ცოდნა
• საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
• უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა (B2 დონე)
• პროექტის მართვის სასერტიფიკატო კურსი
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
• პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• შემჭიდროვებულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი
• სტრესულ გარემოში დროულად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
• დეტალების მიმართ ყურადღებიანი
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• გუნდური მუშაობის კულტურა
• ორგანიზებული
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:
• პირი, რომელიც მუშაობს რომელიმე მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში ინსტრუქტორად.
• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა;
• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე / უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების /შედეგის მქონე პირი;
• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.
საკონკურსო თემატიკა:
• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”
• საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“
• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა შევსებულ აპლიკაციასთან ერთად უნდა ატვირთოს/წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. რეზიუმე / CV
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
4. ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;
5. მართვის მოწმობის ასლი;
6. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
კონკურსის ეტაპები:
1. აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა
2. გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განაცხადში მითითებულ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.
წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.
საყურადღებო ინფორმაცია:
დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ, 2019 წლის 4 მარტამდე გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge
აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ
გისურვებთ წარმატებებს!