გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო 2016 წლის 6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით დაბა მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს გაუწევს შემდეგ მომსახურებას:
- სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;
- იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
- ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა.