შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სამუშაო ვიზიტით, უკრაინის სახელმწიფო საკუთრებისა და რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ეწვია.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების გაცნობა, აღნიშნული სერვისების უკრაინაში დანერგვის მიზნით ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.
უკრაინელ კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ უმასპინძლა. იგი დელეგაციის წევრებს მომსახურების სააგენტოს სერვისებზე, ტექნოლოგიური განვითარების შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და 2 დღის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდნენ სააგენტოს სამუშაო პროცესს. დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩატარების პროცესს, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის პროცედურებს და ნახეს, როგორ იბეჭდება სახელმწიფო სანომრე ნიშნები.
სტუმრები მომსახურების სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრსაც ეწვივნენ და ცენტრის სამუშაო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.