შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბულგარეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაცია ეწვია
.
სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა უმასპინძლა
. საბაჟო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი კოსტოვმა და დელეგაციის სხვა წევრებმა მომსახურების სააგენტოს სერვისების, განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, სარეგისტრაციო დარბაზის დათვალიერების შემდეგ დელეგაციის წევრებმა მართვის მოწმობის მისაღები იმიტირებული გამოცდა გაიარეს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებს სიმბოლური საჩუქარი, სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშანი გადაეცათ.