შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინდონეზიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის სატრანსპორტო კორპუსის დელეგაცია ეწვია, სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა უმასპინძლა
.
დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ მომსახურების სააგენტოს სერვისების, განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტების შესახებ ინფორმაციას
.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს და მართვის მოწმობის იმიტირებული გამოცდა გაიარეს
.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებს სიმბოლური საჩუქარი, სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშანი გადაეცათ
.