შსს მომსახურების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ექსპერტის და უფროსი ექსპერტის თანამდებობებზე შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ამბროლაური, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი ან/და ოზურგეთი.
თანამდებობრივი სარგო: 1500 - 1600
ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზება და მიღება (დადგენილი წესისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად კანდიდატ(ებ)ის ცოდნის, უნარ-ჩვევების შეფასება და აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება).
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება
• მართვის მოწმობა - არანაკლებ B კატეგორია (სასურველია სხვა კატეგორიებიც)
• ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
• სახელმწიფო ენის ცოდნა
• საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
• სასურველია კანდიდატს არ ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელ(ებ)ი (ავტოჯარიმები და სხვ.) - უკანასკნელი 3 წლის მანძილზე
• სასურველია უცხო ენ(ებ)ის (რუსული ან/და ინგლისური) ცოდნა (B2 დონე)
კომპეტენციები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• სტრესულ ან/და სახიფათო ვითარებაში სხარტი რეაგირებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
• დეტალების მიმართ ყურადღებიანი
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• გუნდური მუშაობის კულტურა
• ორგანიზებული
• ეთიკური და თავაზიანი
• მშვიდი და გაწონასწორებული
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:
• პირი, რომელიც მუშაობს რომელიმე მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში ინსტრუქტორად.
• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა;
• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე / უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების /შედეგის მქონე პირი;
• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.
საკონკურსო თემატიკა:
1. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“
2. საქართველოს შს მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს N598 ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის აუცილებელი თეორიული საკითხების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა შევსებულ აპლიკაციასთან ერთად უნდა ატვირთოს/წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. რეზიუმე / CV
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
4. ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;
5. მართვის მოწმობის ასლი;
6. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
კონკურსის ეტაპები:
1. აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა
2. ტესტირება
3. პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარება
4. გასაუბრება
5. სპეციალური სასწავლო კურსის (თეორიული და პრაქტიკული სწავლება) წარმატებით დასრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განაცხადში მითითებულ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.
წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.
საყურადღებო ინფორმაცია:
დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, 2018 წლის 18 მაისამდე გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge
გისურვებთ წარმატებებს!