შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია, სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ უმასპინძლა.  
  ლიტვის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე რიმანტას ბობინასი და დელეგაციის სხვა წევრები დეტალურად გაეცნენ მომსახურების სააგენტოს სერვისების, განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტების შესახებ ინფორმაციას. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს და მართვის მოწმობის იმიტირებული გამოცდა გაიარეს 
   შეხვედრის ბოლოს სტუმრებს სიმბოლური საჩუქარი, სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშანი გადაეცათ.