შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის მომსახურების სააგენტომ მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.  მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების, საგზაო ნიშნების და  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის, „3D“ ბილეთებს გაეცნენ და გამომცდელთან ერთად პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარეს.