შსს მომსახურების სააგენტოს ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია. დელეგაცია საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში იმყოფება.

სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ასევე მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს გაეცნენ.

 

ვიზიტის ბოლოს ლიტვის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელ ლინას პერნავასს საჩუქრად სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშანი გადაეცა.