შსს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე. მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს:
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• არსებული მართვის მოწმობა;
• საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე.