მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით დანერგილია გირავნობის ელექტრონული წესით რეგისტრაცია, რომელიც შეუძლია განახორციელოს ნებისმიერმა ავტორიზებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

    მომსახურების სააგენტოში ავტორიზაციისათვის საკმარისია მხოლოდ მსურველი პირის განცხადება.

    ავტორიზებულ პირს თავისი ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, გადამოწმოს მისი კუთვნილება, სხვა სარეგისტრაციო მონაცემები, განახორციელოს გირავნობის უფლების რეგისტრაცია, შეიტანოს რეგისტრირებულ გირავნობაში ცვლილებები, აგრეთვე გააუქმოს გირავნობა.

    დღეისათვის მომსახურების სააგენტოში ავტორიზებულ მომხმარებელად რეგისტრირებულია ნოტარიუსების, საბანკო დაწესებულებების, მიკრო საფინანსო ორგანიზაციების, ლომბარდებისა და სხვა სახის საფინანსო დაწესებულების აბსოლიტური უმრავლესობა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ პირის ავტორიზაცია ხორციელდება უფასოდ.