სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტის ლოგისტიკის სამმართველოს სანომრე ნიშნების სამსახურში
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
თანამდებობა: სამსახურის უფროსი
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 1
თანამდებობრივი სარგო: 2100
ძირითადი ფუნქციები:
• ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს:
- ახორციელებს სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში არსებული საბეჭდი დანადგარების გამართულ მუშაობაზე კონტროლს და ხარვეზის დროულად აღმოფხვრის მიზნით, უზრუნველყოფს ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდებას ან/და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;
- აწარმოებს გახარჯული მასალების (სანომრე ფირფიტები) შესახებ სტატისტიკას, უზრუნველყოფს მასალების ნაშთების კონტროლს;
- ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადების, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენისა და უფლებამოსილ პირებზე გადაცემის კოორდინაციასა და კონტროლს;
- უზრუნველყოფს დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას;
• ანაწილებს დავალებებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, საჭიროების შემთხვევაში უწევს მეთოდურ დახმარებას, აძლევს რეკომენდაციებსა და მითითებებს;
• ზედამხედველობს დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ეფექტიან შესრულებას;
• განიხილავს დაქვემდებარებულ ან სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ დოკუმენტაციას და ახორციელებს ვიზირებას/ხელმოწერას;
• მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;
• საჭიროების / მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
• უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველდღიური საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მოძიებას და დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გაცნობას;
• უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება
• სახელმწიფო ენის ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
• მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
• სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - B კატეგორია
• სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Outlook, MS Excel) ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
• დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
• რესურების მოპოვებისა და გადანაწილების უნარი
• შემჭიდროვებულ ვადებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა
საკონკურსო თემატიკა:
• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”
• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
• რეზიუმე / CV
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;
• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)
კონკურსის ეტაპები:
• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა
• გასაუბრება
• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
• სპეციალური შემოწმება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:
• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;
• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.
- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).
! საყურადღებო ინფორმაცია:
დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge
- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 22 ივნისი.