უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.


ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:


3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 20 ლარი;

1 სამუშაო დღეში: 40 ლარი;



* სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, პირი, რომელსაც 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს, თავისუფლდება საფასურის გადახდისაგან (3 სამუშაო დღე).


* უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე.


ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში (SERVICE AGENCY) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ისე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.