სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის თელავის მომსახურების ცენტრში (სამსახური)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თელავი
თანამდებობა: უფროსი ინსპექტორი
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 1
თანამდებობრივი სარგო: 1200
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღე - 6
დასვენების დღე - 1
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30
შაბათი: 09:30 – 16:00
შესვენება - 1 საათი
ძირითადი ფუნქციები:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მიზნით უზრუნველყოფს:
ა.ა.) თეორიული გამოცდის ორგანიზებას ან/და მიღებას;
ა.ბ.) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადებას ან/და გაცემას;
ა.გ.) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენას (მომზადება და გაცემა);
ა.დ.) მართვის მოწმობის შეცვლას;
ა.ე.) საერთაშორისო მართვის მოწმობის მომზადებას და გაცემას;
ა.ვ.) მომხმარებლის შესახებ სპეციალურ ბაზაში არსებულ საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების ასახვას;
ა.ზ.) მართვის მოწმობის შესახებ ცნობის გაცემას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება
• სახელმწიფო ენის ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
• მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office – Word, Outlook) ცოდნა
უნარ-ჩვევები:
• ორგანიზებულობა და დინამიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)
• სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
• პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
საკონკურსო თემატიკა:
• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”
• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
• რეზიუმე / CV
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;
• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)
კონკურსის ეტაპები:
• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა
• გასაუბრება
• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
• სპეციალური შემოწმება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:
• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;
• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.
- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).
! საყურადღებო ინფორმაცია:
დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge
- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 13 მარტი .
გისურვებთ წარმატებებს!