პოზიცია: ინსპექტორი (სტაჟიორი)
დანაყოფი: სსიპ მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტი/თბილისის ფილიალი
სამუშაო რეჟიმი: ორშ. - პარ. 09:30-17:00 (შეთანხმებით)
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 5
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე
განაცხადის წარდგენის ვადა: 29/09/2019
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
ენა - სახელმწიფო ენის ფლობა;
განათლება - უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
უნარ-ჩვევები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პუნქტუალურობა;
• მოტივირებულობა;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• ადაპტაციის უნარი;
• თავდაჯერებულობა;
• გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
• ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
• კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
დამატებითი მოთხოვნები:
• საოფისე კომპიუტერული პროგრამები (MS office);
• ინგლისური ენა ან/და რუსული ენის ცოდა;
საკონკურსო თემატიკა:
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანება;
• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”
ფუნქცია-მოვალეობები:
ა) მომსახურების სააგენტოს სერვისებისა და საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა;
ბ) რიგის მართვის სისტემის გამოყენებით, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
გ) საოპერაციო პროცესში მომსახურების სააგენტოს წინა ხაზის მოსამსახურეების ტექნიკური მხარდაჭერა;
დ) მომსახურების სააგენტოში დაგეგმილ/განსახორციებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეზიუმესთან ერთად უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია მისამართზე - hr@sa.gov.ge:
(ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება და სპეციალური შემოწმება;
გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.
შენიშვნა: სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სტაჟიორი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან ეძლევა რეკომენდაცია სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რითაც სტაჟიორს უპირატესობა ენიჭება კონკურსში მონაწილე თანაბარი შედეგების მქონე კანდიდატებთან. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტს, რომ არ შეფერხდეს ან/და ხელი არ შეეშალოს მის საგანმანათლებლო დღის წესრიგს.