„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ასახული/აღრიცხული ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლებისა.


„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღისა. 

 ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:


3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 30 ლარი;

1 სამუშაო დღეში: 50 ლარი;



* უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე.


ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში (SERVICE AGENCY) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ისე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.