სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილებასა და სამართალშემოქმედების განყოფილებაში


პოზიცია: ინსპექტორი (სტაჟიორი) 

სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-17:30

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი

ვაკანსია: 1

მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 2

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე

განაცხადის წარდგენის ვადა: 30/05/2020



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



უნარ-ჩვევები:

 • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• პუნქტუალურობა;

• ორგანიზებულობა;

• კომუნიკაბელურობა;

• გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

• დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

• ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;

• დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

• ანალიტიკური აზროვნების უნარი;


დამატებითი მოთხოვნები:

• სხვა ენების ცოდნა დამატებითი პრივილეგია


საკონკურსო თემატიკა:



ფუნქცია-მოვალეობები:

ა) მიღებული დავალებების შესაბამისად მონაწილეობას იღებს წერილების, სამსახურებრივი ბარათების, გადაწყვეტილებების, საქალაქო, სააპელაციო, საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, ასევე ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

ბ) მონაწილეობას იღებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

გ) ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეულ მითითებებს.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge

(ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.


კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება და სპეციალური შემოწმება;


გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.


შენიშვნა: სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სტაჟიორი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან ეძლევა რეკომენდაცია სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რითაც სტაჟიორს უპირატესობა ენიჭება კონკურსში მონაწილე თანაბარი შედეგების მქონე კანდიდატებთან. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორებს გადაეცემათ სერთიფიკატები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტს, რომ არ შეფერხდეს ან/და ხელი არ შეეშალოს მის საგანმანათლებლო დღის წესრიგს.