სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს სამართალშემოქმედების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე
ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30
შაბათი: 11:00 – 16:00
შესვენება - 1 საათი
ძირითადი ფუნქციები:
ა) მიღებული დავალებების შესაბამისად, ამზადებს წერილების, სამსახურებრივი ბარათების, გადაწყვეტილებების, ნორმატიული აქტების, ასევე ხელშეკრულებების პროექტებს;
ბ) შეიმუშავებს სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს ან/და მონაწილეობს აღნიშნულ პროცესში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
დ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და იცავს სააგენტოს ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ე) სააგენტოს თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას;
ვ) უზრუნველყოფს სააგენტოში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების, ზეპირი მოსმენის ჩატარებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარსადგენად მომზადებას;
ზ) უზრუნველყოფს სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმების საფუძველზე მონაწილეობს საჯარო ინფორმაციის მომზადებაში;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეულ მითითებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება
• სახელმწიფო ენის ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office – Word, Outlook) ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენა
უნარ-ჩვევები :
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პუნქტუალურობა;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
• ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
საკონკურსო თემატიკა:
• პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი
• „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
• „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონი
• ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი(გარდა VII1-VII16 თავებისა)
• „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი
• „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
• „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი(I, V, VI თავები)
• სამოქალაქო კოდექსი
• სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
• „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი (I, V თავები)
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი (1-5 მუხლები)
• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
• რეზიუმე / CV
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;
• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)
კონკურსის ეტაპები:
• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა
• გასაუბრება
• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში)
• სპეციალური შემოწმება
• გამოსაცდელი ვადით დანიშვნა
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:
• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;
• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.
- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).
! საყურადღებო ინფორმაცია:
დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge
- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ;
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 30 მაისი .
გისურვებთ წარმატებებს!