სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის თბილისის ფილიალის (სამმართველო) იარაღისა და საბრძოლო მასალების ნებართვების განყოფილებაში


სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

თანამდებობა: უფროსი ინსპექტორი

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 2

თანამდებობრივი სარგო: 1200

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღე - 6

                               დასვენების დღე - 1

სამუშაო საათები:  ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30

                               შაბათი: 09:30 – 16:00

                               შესვენება - 1 საათი 


ძირითადი ფუნქციები:

ა) მომხმარებლის მიმართვისას განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას ან/და მასალებს, შესაბამისი საინფორმაციო ბაზების გამოყენებით უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების შემოწმებას და სპეციალურ საოპერაციო სისტემაში სათანადო ინფორმაციის განთავსების შემდეგ ახორციელებს:

ა.ა.) იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას და გასცემს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას;

ა.ბ.) იარაღის რეგისტრაციას;

ა.გ.) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მომზადებას/გაცემას;

ა.დ.) იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას, იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას;

ა.ე.) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, ასევე აღნიშნული მოწმობების შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას;

ა.ვ.) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვებისა და მოწმობების გაცემას;

ბ) უზრუნველყოფს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარებას, აღნიშნული გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის მომზადება/გაცემას და მისი შესაბამისი რეესტრის წარმოებას;

გ) მომხმარებლის მიერ არასრულად ან ხარვეზით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან სხვა სახის დამაბრკოლებელი გარემოების დაფიქსირების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულფასოვან ინფორმირებას და შემდგომში საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში აძლევს რეკომენდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) მუშაობს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (შიდა/გარე დოკუმენტების მიღება, გაცნობა, შესაბამისი რეაგირება), ასევე ახორციელებს დამუშავებული დოკუმენტების/მასალების სისტემატიზაციას და დაარქივებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სააგენტოს სერვისებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) მომსახურების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული (რეგლამენტები, პროცედურები, ინსტრუქციები და ა.შ.) დოკუმენტების გაცნობას და შესწავლას;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეულ მითითებებს.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• სახელმწიფო ენის ცოდნა


დამატებითი მოთხოვნები:

• მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office – Word, Outlook) ცოდნა


უნარ-ჩვევები :

• ორგანიზებულობა და დინამიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)

• სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა

• პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა


საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა 

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;

• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)


კონკურსის ეტაპები:

• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

• გასაუბრება

• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება

• სპეციალური შემოწმება


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი; 

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.


დამატებითი ინფორმაცია:

- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).


! საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.


- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge


- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს


- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 13 მარტი .



გისურვებთ წარმატებებს!