„C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად ბარდება პრაქტიკული გამოცდის I ეტაპი (მოედანი).

* „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად კანდიდატი საჭიროა ფლობდეს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას.

„C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (ავტო სკოლა) შესაბამისი კატეგორიისთვის გადამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მოქმედი მართვის მოწმობა.


„C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები:
• უკუსვლით პარკირება;
• პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება;

მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.


დამატებითი ინფორმაცია:
* „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:
ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
ბ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

* „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.