BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად ბარდება პრაქტიკული გამოცდის I და II ეტაპი.

I ეტაპი - მოედანი;

II ეტაპი - რეალური მოძრაობა.


BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

• მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (ავტო სკოლა) შესაბამისი კატეგორიისთვის გადამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

• მოქმედი მართვის მოწმობა.


* „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად კანდიდატი საჭიროა ფლობდეს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას.


BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები:

• უკუსვლით პარკირება;

• პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება;

. მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა.


კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 365 კალენდარული დღის განმავლობაში (პირველადი გეგმიური გასვლა - 15 კალენდარული დღის შემდეგ, ხოლო შემდეგი გასვლები 30 დღის ინტერვალით) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.


გეგმიური გასვლის საფასური - 150 ლარი;

არაგეგმიური გასვლის საფასური (7 დღეში ერთხელ) - 310 ლარი;


მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს. ამასთან, გამოცდის დაწყებამდე კანდიდატმა საჭიროა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს.


პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

იხილეთ ბმული.


კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს 15 წუთით ადრე. აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მისი 90 კალენდარული დღით დისკვალიფიკაცია და უნარჩუნდება გადახდილი თანხის 50%.


შენიშვნა:

* თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს შეზღუდვა არ ვრცელდება.

* თუ გამოცდაზე გამოცხადების დრომდე დარჩენილია 72 საათზე ნაკლები გამოცდაზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე (12 72) დარეკვით ან წერილობითი მიმართვით (სტურუქტურულ ერთეულებში, ელფოსტაზე) დააფიქსიროს. აღნიშნულ შემთხვევაში