შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, რეგიონული დეპარტამენტის საჩხერისა და ოზურგეთის სამსახურებში დაგეგმილი პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლების ვადები შეიცვალა, კერძოდ საჩხერის სამსახურში 4-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ოზურგეთის სამსახურში 8, 9 და 11 ოქტომბერს პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.
ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში საჩხერისა და ოზურგეთის სამსახურებში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.
საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, საჩხერის სამსახურში 11 ოქტომბრიდან, ხოლო ოზურგეთში - 12 ოქტომბრიდან, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.