საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს ღია სპეციალურ კონკურსს სააგენტოს რეგიონალური დეპარტამენტის თელავის სამმართველოში


სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თელავი

თანამდებობა: უფროსი ინსპექტორი

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 1

თანამდებობრივი სარგო: 1931

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო დღე - 6

დასვენების დღე - 1

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30

შაბათი: 10:00 – 16:00

შესვენება - 1 საათი.


ძირითადი ფუნქციები:

ა) იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციისა და იარაღის ჩამოწერის უზრუნველყოფა:

ა.ა) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია და ჩამოწერა;

ა.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმების და იარაღის რეესტრის წარმოება;

ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ბ.ა) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება;

ბ.ბ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების),

ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა;

გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

გ.ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა (შეცვლა, დაკარგულის აღდგენა, პირველადი გაცემა);

გ.გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის მომზადება და გაცემა;

დ) ცნობებთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

დ.ა) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;

დ.ბ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

დ.გ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;

დ.დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

დ.ე) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

ე) დამუშავებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივი დახარისხება და საარქივო დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


დამატებითი მოთხოვნები:


სავალდებულოა:


სასურველია:


უნარ-ჩვევები:


საკონკურსო თემატიკა:



კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:



კონკურსის ეტაპები:



საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:



დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;

წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და საჭიროების შემთხვევაში მობილურის ნომერი).


! საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge;


გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს;


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 4 მაისის ჩათვლით.


საკონტაქტო ინფორმაცია: საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ საკონტაქტო ტელეფონი: შიდა +995 32 241 90 99.



გისურვებთ წარმატებებს!