შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ.

🔹 იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გეგმური (უფასო) გასვლა 18, 19 და 21 აპრილს უწევთ, აღნიშნული დღეები დაემატებათ პირველი ეტაპის ჩასაბარებლად განკუთვნილ 30 კალენდარულ დღეს;

🔹ის პირები, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპისთვის (მოედანი) განკუთვნილი 30 კალენდარული დღე ეწურებათ აღნიშნულ პერიოდში, გამოცდაზე გასვლის უფლებით ისარგებლებენ 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში;

🔹 იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 22 აპრილი;

🔹 იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 22 აპრილის ჩათვლით.